Sunday, 4 November 2018
ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს ვასრულებთ ჩვენს ტრენინგ-მოდულს, რაც საკმაოდ შრომატევადი და მრავლისმომცემი იყო. გავიმეორეთ განვლილი მასალა. გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს.. და განვათავსეთ ბლოგზე. ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროექტების მომზადებისთვის. მოვახდინეთ საკუთარი პორტფოლიოების პრეზენტაციები და ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები. მადლობა ქალბატონ მაიას, რომელმაც შეძლო ყველა საკითხის თითოეულ მონაწილესთან ნათლად და გასაგებად მიწოდება. მადლობა კურსის მონაწილეებს აქტიურობისთვის და მეგობრული მხარდაჭერისთვის
Saturday, 3 November 2018
მერვე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულზე- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ფასილიტაციის რესურსების შექმნა. ბლოგზე გამოვაქვეყნეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჩვენს საქაღალდეებს. შევიტანეთ შესწორებები.
Saturday, 27 October 2018
ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია
გავაგრძელეთ მუშაობა პროექტზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ელემენტებს. რა აქტივობებს შევთავაზებთ ჩვენს პროექტში სსსმ მოსწავლეს, არაქართულენოვან მოსწავლეს და ნიჭიერ მოსწავლეს. შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაოები. მოსწავლის სავარაუდო ნიმუშები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
Sunday, 21 October 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
გავაგრძელეთ პორტფოლიოს შევსება. დღეს ვიმუშავათ მოსწავლის ნიმუშების შექმნაზე. გავიხსენეთ კოგნიტური სქემების შედგენა სმარტარტის საშუალებით. შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, გონებრივი იერიშის რუქა. მივიღეთ დავალება გავაგრძელოთ შეფასების ფორმებზე პორტფოლიოში მუშაობა.
Saturday, 20 October 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
განვიხილეთ მესამე მოდული- კავშირები. გამოყენებელი ლიტერატურის საავტორო უფლებების დაცვა. შევასრულეთ ტესტი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. გავეცანით ინტერნეტრესურსების გამოყენება 21-ე საუკუნის უნარების გასაუმჯობესებლად. აქტივობების დაგეგმვა ამ უნარების გაუმჯობესებისათვის. გავიხსენეთ გუგლი დრაივში მუშაობა. გავეცანით ist.tpdc.ge და ვებ 2-ის მუშაობის ელემენტებს. ვიმუშავეთ პორტფოლიოში. დღე ხარისხიანი და შრომატევადი იყო.
Sunday, 14 October 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს, რომელიც ხუთ ძირითად კატეგორიას მოიცავს. გავეცანით შეფასების სხვადასხვა ნიმუშებს. ვიფიქრე შეფასების რომელი მეთოდები და ინსტრუმენტები გამოვიყენო ჩემს პროექტში. გავეცანით პროექტის პრეზენტაციის ნიმუშებს. და მივიღეთ დავალებები: გავაგრძელოთ პროექტის გეგმის წერა, ჩავწეროთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევქმნათ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
Saturday, 13 October 2018
მესამე დღის რეფლექსია
დღეს შევაჯამეთ პირველი მოდული. ვიმუშავეთ პროექტის მიზნების სწორად ფორმულირებაზე. განვიხილეთ სხვადასხვა პროექტების მაგალითები. ვისწავლეთ სხვადასხვა სახის კითხვების ფორმულირება. ბევრი რამ მომცა დღევანდელმა დღემ. შევძელი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების მოფიქრება ჩემი პროექტისთვის. დაწყებული სასწავლო პროექტის შაბლონი გავუზიარეთ ტრენერს.
Sunday, 7 October 2018
ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღეც დატვირთული და შრომატევადი იყო.დავიწყეთ სასწავლო პროექტის შაბლონის შევსება. ვისწავლეთ მიზნების სწორად ფორმულირებ,ბროშურების, პუბლიკაციების შექმნა. მივიღეთ დავალებები: შევქმნათ ბროშურა და გავაგრძელოთ სასწავლო პროექტზე მუშაობა.
Saturday, 6 October 2018
ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია
6 ოქტომბერს დავიწყეთ ტრენინგი თემაზე: ,,პროექტებით სწავლება და ისტის ინტეგრირება პროექტებით სწავლების დროს." მოვხვდი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული ტრენერის მაია უფლისაშვილის ჯგუფში. საინტერესოო და შინაარსიანი გამოდგა ტრენინგის პირველი დღე. გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის სახელმძღვანელოს სტრუქტურას. გავიხსენეთ მეორე დონის ტრენინგზე განვლილი მასალა. შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაოები. ქალბატონი მაია უშუალოდ მოდიოდა თითოეულ მონაწილესთან და უწევდა სათანადო დახმარებას. განვიხილეთ წარმატებული პროექტების ნიმუშები. ტრენინგის ბოლოს მივიღეთ დავალებ; მოვიფიქროთ განსახორციელებელი პროექტის თემა. .
Tuesday, 10 July 2018
Monday, 9 July 2018
სასწავლო პროექტი
1. პროექტის სახელწოდება: ,,შობა-ახალწელთან საზეიმო შეხვედრა".
2. პროექტის მთავრი იდეა (თემა): პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეისწავლიან საშობაო და საახალწლო ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებს. გაიაზრებენ ამ დღესასწაულის მნიშვნელობას. საკუთარი ხელით მორთავენ საკლასო ოთახს და შექმნიან სადღესასწაულო განწყობას.
3. პროექტის აქტუალობა: ახალი წელი მნიშვნელოვანი დღესასწაულია მთელ მსოფლიოში. ის ასოცირდება სიახლესთან, ყველაფერ კარგთან და კეთილთან, სურვილების ასრულებასთან. პატარებს განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ; საახალწლოდ საჩუქრებს ელოდებიან თოვლის პაპისგან.
4. პროექტის მიზნები:
-მოსწავლე შეძლებს ახალი იდეების განვითარებას და სხვებისთვის გაზიარებას.
-შეძლებს ურთიერთთანამშრომლობას.
-განუვითარდებათ მეტყველების და კითხვის უნარები.
-განუვითარდებათ მოსმენილი ინფორმაციის აღქმის უნარი.
-შეძლებს მოსმენილი ან წაკითხული ინფორმაციის ანალიზს.
-განუვითარდებათ სასცენო უნარები.
5. მონაწილეთა ასაკი: 6-7 წლის.
6. ვადები/ ხანგრძლივობა: ოთხი 35 წუთიანი გაკვეთილი( ერთ თვის განმავლობაში)
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:- მოსწავლეებმა შეისწავლეს საახალწლო და საშობაო ლექსები და სიმღერები, ქართულ ხალხურ ცეკვები.
-მოსწავლეს შეუძლია ურთიერთთანამშრომლობა, მოსმენილი ან წაკითხული ინფორმაციის ანალიზი.
-მოსწავლეს შეუძლია ახალი იდეების განვითარება და სხვებისთვის გაზიარება.
-მოსწავლეს განუვითარდა მეტყველების და კითხვის უნარები, მოსმენილი ინფორმაციის აღქმის უნარი.
-მოსწავლეს განუვითარდა სასცენო უნარები.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, მეხსიერების ბარათი, მობილური ტელეფონი, ფოტო/ვიდეო კამერა, პრინტერი, ინტერნეტ კავშირი, პროექტორი, პროგრამული უზრუნველყოფა ( ტექსტური რედაქტორი, ელ, ფოსტა) საპრეზენტაციო პროგრამა.
9. პროექტის მსვლელობა: 1. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად მოიძიეს ინფორმაცია ქრისტეშობის / ახალი წლის შესახებ.
2. მოიძიეს და ისწავლეს საშობაო / საახალწლო ლექსები და სიმღერები.
3. შეისწავლეს ქართული ხალხური ცეკვები (დაისი, სამაია, რაჭული)
4. მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ფერადი ფურცლებისგან ჯგუფებში დაამზადეს საახალწლო აქსესუარები.
5. მოსწავლეებმა მასწავლებლის და მშობლების ჩართულობით მორთეს საკლასო ოთახი, ნაძვის ხე და საზეიმო განწყობა შექმნეს კლასში.
6. პროექტის დასასრულს მოეწყო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის განმავლობაში ნასწავლი მასალა. განივითარეს მართლმეტყველების უნარები და დაეუფლნენ სასცენო უნარებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული, მუსიკა, ხელოვნება.
ქართ. I.1 მოსწავლე ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას; სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
. ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
. უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
. მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მოხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/პასუხობს შეკითხვებს);
მუს. დაწყ. I.1. გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ. რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა. შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად.
ს. გ. I. 2. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას. ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: დაწყებითი კლასის მასწავლებელი: ირმა კოჭბიანი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: irmakochbiani@gmail.com
13. პროექტის ვებ. გვერდი/ ბლოგი: https// kochbiani blogspot.com/
Subscribe to:
Posts (Atom)